Skip to main content

დედის დღე

სცენარი დედის დღე


1მარადი-დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდინანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
გიზო-დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
2 გიზო თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.
ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.
დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,

3მარიკა  -3მარტი დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, დღე, როცა დედას საუზმეს ლოგინში მიართმევენ, როცა მთელი ოჯახი იკრიბება, როცა ანთია სანთელი წარწერით  მიყვარხარ დედა,ზოგი შესაძლოა ყვავილების თაიგულით ხელში ულოცავდეს დედას ამ ლამაზ დღეს,,ჩვენ კი გვინდა ჩვენ საყვარელ დედებს ამ ლამაზი საღამოთი მიულოცოთ დღევანდელი დღე
4მარიამი -დედა, დედიკო, დე..სიტყვა რომელმაც ასაკი არ იცის,ერთადერთი დაუვიწყარი ადამიანი არის დედა.განა მარტო ადამიანი?ჩნდება კითხვა და პასუხიც რატომღაც უმალვე მოდის, არა! დედა ანგელოზია..
5ნუგზარი--ჩემო ლამაზო დედიკო,
როგორ მიყვარხარ, როგორ,
შენს დარიგებას გავიგებ
არ დამიღონდე ოღონდ.
ლამაზ გაზაფხულს მოგიყვან
 და გაგახარებ ძლერ,
მოგეფერები, მოგართმევ
ენძელებსა და იებს.
ნიკა-დედა ჰქვია დედაციხეს
დედაქალაქს დედამიწას
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა
დედა უძღვის წინ ყველაფერს
ჩვენ სალოცავს ,ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა
დედა იცავს დედამიწას!
მელანო-დედა  ანგელოზია რომელსაც უხარია თავისი ბავშვის კარგი და ტკივა ცუდი, ანგელოზი რომელიც ისჯება თავისი შვილის შეცდომების გამო და ბოლოს ,ანგელოზი რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხართ,უხარიხართ, ზრუნავს თქვენზე და ცდილობს არაფერი მოგაკლოთ, თგვენგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს,იყოთ კარგები.
კეჩი (ნინო და მაკა სულხანი)
-მაკა(ნინოს)-ნინო მოდი შენიდედა დახატე მე დედაჩემს დავხატავ და ვნახოთ რომელი უფრო ლამაზია
ნინო-ნახეთ დედაჩემი რა ლამაზია?
მაკა-ნახე დედაჩემს რა ლამაზი თვალები აქვს?
ნინო-დედაჩემს მაინც არ შეედრება
მაკა-რას ამბობ ნინო  დედაჩემისთანა ლამაზი ქალი ქვეყანაზე არ დადის
ნინო- დედაჩემი ულამაზესია
სულხანი-რას სჩადით თქვენ კუდიანებო რაზე ჩხუბობთ?
რაო ეენა გადაყლაპეთ?რა მოხდა მაკა?
მაკა-სულხანი გვითხარი ვისი დედა უფრო ლამაზია ჩემი თუ ნინოსი?
სულხანი-რაო-რაო?
ნინო-მახეთ მე და მაკამ ჩვენი დედები დავხატეთ,გვითხარი ვისი დედა უფრო ლამაზია მაკასი თუ ჩემი
სულხანი-აი თურმე რაზე დაობენ?(ჩაფიქრდები)
დედები საერთოდ ლამაზები არიან ყველაზე ლამაზი დედაკი ისაა ვისაც ჭკვიანი და ზრდილი შვილები ჰყავს როს
სულხანი-არასნაცვლადამბობდიალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
მაკა-ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ნინო-ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
სულხანი-ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, – თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა.


მირანდა- ჩვენ ნაკლებად ვცდილობთ ამ ყველაფრის დაფასებას, ან ისე არ გამოგვდის როგორც გვინდა, ფაქტი ერთია ,რომ დედის ამაგის გადახდა შეუძლებელიას .დედა სიცოცხლის წყაროა, სიცოცხლის რომელიც მის გვერდით საუკუნოდ გვეჩვენება,სანამ ის გვყავს მანამ ბავშვები გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია
ლადო-დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს,არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
მირიანი-დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს,სიხრულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც,რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
მათე-დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
5-6ერთად
სანამ დედა მყავს არ დავბერდები
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ
მარიკა-ის არის ჩვენთვის ყველაზე კარგი ექიმი,მრჩეველი,სიხარულის გამზიარებელი, არასდროს დაფიქრებულხართ? როცა რაიმეს იტკენთ ან როცა ძალიან ცუდად ხართ სულ გაიძახით ხოლმევაიმე დედიკო მიშველე”, ან როცა სკოლაში მიაღწევ წარმატებას სახლში სწრაფად გინდა მიხვიდე რომ კარების გაღებისთანავე დედასგამარჯობისმაგივრად შენი წარმატება მიახალო, რადგანაც იცი რომ მასზე მეტად ეს არავის გაეხარდება, როცა გულის გადაშლა მოგინდებათ, მიხვალთ და დედას მოუყვებთ ყველაფერს ,არა იმიტომ რომ შენ დაქალი არ გყავს არამედ ,იმიტომ რომ მასზე უკეთ ვერავინ გირჩევს და გაგიგებს.
მამული-დედამ -დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკვდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია.



მარიამი- ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ მიჩნდება კითხვა: დედა უბრალოდ ადამიანი თუ ანგელოზი?იცით ამბობენ ანგელოზები არ ტირიანო, მათ არ შეუძლიათ იგრძნონ რა არის ცრემლი, სწორედ ეს მაფიქრებს და ეჭვს მიჩენს რომ დედა უბრალოდ ადამიანია და არა ანგელოზი..უფრო მეტიც ის პიროვნებაა.. მას შეუძლია ტირილი და ტკივა კიდეც ძალიან ხშირად ჩვენს გამო..
მარადი-როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი
…………………………………………………………….
გიზო-შენი სილის გაწნა ეხლა ტკბილად მახსოვს
შენი ცრემლებია გულში ხმალს რომ მარჭობს
დედა! მაპატიე ჩემი შეცოდება
მე ჩემი თავი ძლიერ მეცოდება
ეხლა რომ დავინახო მე შენი ცრემლები
ალბათ თვითმკვლელობას მეორედ ვეცდები
ჩემთვის შენ ყველაზე წმინდა სანთელი ხარ
ეხლა ვხვდებირომ ძლიერ მყვარებიხარ

მელანო -იცით რაოდენ გულის მომკვლელია დედის ცრემლი?როცა ხედავ მის ზღვისფერ თვალებს ,რომლებიც ერთ დროს ანათებდნენ უცებ ქრებიან და უსიცოცხლო თვალებს ემსგავსებიან, სწორედ ამ დროს გივლის ტანში ჯრუანტელი,პულსი თითქმის ჩერდება და შენს თვალზეც მოდის ცრემლი,
მირანდა -ცრემლი სინანულის, გულისტკვილის ,დარდის და ბოლოს, ცრემლი საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების და საშინელი ტკივილის რადგანაც შენ დედა აატირე,მისი ცრემლი კი ყველაზე წმინდა ,სათუთი და სპეტაკია,ნუ გააკეთებთ იმას, რაც დედას ატკენს და ცრემლს დაჰბადებს მის ცეცხლის ალივით მოკაშკაშე თვალებს,
სკეჩი
ნინო-,ერთხელ დედა ძალიან გააბრაზა გელამ.
მელანო-დედა_წადი, მომშორდი, (ზურგი შეაქცია)
მირიანი_(თვისთვის)დედას არ ვყვარებივარ, - ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა.
მაკა-კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა და თავისებურად არ მოეფერა, დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად გაუჩინდარდა და სასოფლო გზას დაადგა.)
შემოხვდა მგელი.
სულხანი-მგელი- სად მიდიხარო?
მირიანი-- დედაზე უკეთესს ვეძებ.
სულხანი-მგელი- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბატკანით გამაძღარი ვარ და, სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?
ნინო-(ძუნძულით გარბის)
შემოხვდა დათვი.)
ლადო-დათვი- სად მიდიხარ?
მირიანი- დედაზე უკეთესს ვეძებ.
ლადო-დათვი- ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბევრი თაფლი გეახელი და... სულ ერთია, უკან არ ჩამოივლი?
მაკა-დათვმა პირიც არ ახლო და გელამ ისევ გზა განაგრძო.
შემოხვდა ბერიკაცი!
მამული-ბერიკაცი- სად მიდიხარ, კარგო ბიჭო?
მირიანი- დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებ.
მამული-ბერიკაცი- შვილად აგიყვანდი, მაგრამ დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რა გაეწყობა.
ნინო-მიდის გელა, მიდის და შემოხვდა დედაბერი.
მელანო-დედაბერი- სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭო?
მირიანი- დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებ.
მელანო-დედაბერი- შვილად აგიყვანდი, მაგრამ რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაც არ გაჩერდები.
მაკა-დედაბერმაც გზა მისცა. მივიდა მდინარის ნაპირას, იქ ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი ჩხირკედელაობდა. გელას დანახვაზე ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.
მათე-ბიჭი- ვინა ხარ და საით გაგიწევია?
მელანო- დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებ.
მათე- დედა რა არის?
მირიანი- დედა ის არის, ვინც გაგაჩინა.
მათე- მე რომ არ ვიცი, ვინ გამაჩინა!?.
მირიანი- როგორ არ იცი, როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს და დაგაჩუმებს ხოლმე?
მათე- არავინ არ წამომაყენებს ხოლმე. მე თვითონა ვდგები და ვჩუმდები.
მირიანი- საჭმელს ვინ გიმზადებს?
მათე- საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-მაჟალოთი გავდივარ იოლას. ზოგჯერ კენკრასაც ვშოულობ.
მირიანი- ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევს?
მათე- ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამ.
მირიანი- მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა არის?
მათე- არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და ყველაფერში დაგეხმარები.
მირიანი- (ჩაფიქრებული)წაგიყვანდი, გაჩვენებდი, მაგრამ მე შინიდან გამომაგდო და შენ რას გიზამს?
მათე- მაინც მაჩვენე და თუ არ მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთ.
მირიანი_ კარგი აზრია, აი ჩემი პერანგი ჩაიცვი ასე სირცხვილია, წამოდი და დედას გაჩვენებ.(მიდიან)
მაკა-შემოხვდათ დედაბერი.
მირანდა- ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდომია.
მირიანი- ცოტა მომიცადე. ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის. უნდა ვაჩვენო და მერე მოგივალ.
მირანდა- რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი მაქვს?!
ნინო-შემოხვდათ ბერიკაცი.
მამული- მშრომელს მშრომელი მიმატებია და უღელი გამხდომია ახლა რაღა მიჭირს
მირიანი-ჯერ  ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და თუ დედაჩემი არ მოეწონა, შენთან მოვალთ.
მამული- რაკი დედასთან მიდიხართ, რა გაეწყობა?!
შემოხვდათ დათვი.
ლადო- ლუკმას ლუკმა დამატებია და ისევ კარზე მომდგომიაო, ახლა ორივეს შეგახრამუნებთ
მირიანი- ცოტა დაიცადე, ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის, ვაჩვენებ და მერე მოგივალ.
ლადო-დათვი- რაკი დედასთან მიდიხართ, მიპატიებია. დედის ცრემლისა ძალიან მეშინია.
მაკა-იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი.
სულხანი- მუცელი დამცარიელებია და ბიჭებიც თავიანთი ფეხით მოსულან!.
მირიანიგეხვეწები ჯერ ნუ შეგვჭამ, ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის და დედასთან მიმყავს.
სულხანი- რაკი დედასთან მიდიხართ, შეჭმას ვეღარ გაგიბედავთ. დედის რისხვისა ძალიან მეშინია!.
ნინო-მგელიც ჩამოეცალათ და ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.
იარეს, იარეს და... ეზოში რომ შევიდნენ, (დედა კიბეზე ზის  და მწარედ მტირის )
მირიანი- აგერ, დედა რა არისო, -
მაკა-(დედამ გაიგო შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ჰკოცნიდა და ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა უცხო ბიჭი.)- ეს მელანო-კარგი ბიჭი საიდან მოიყვანე?
მირიანი- დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანე.
(დედა ბიჭს მოეხვიაJ
მირანდა- უი, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა გყოლია... შენ გენაცვალე და შენი ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა მაინც არა ჰყავს.
მათე_ მართლა დამტოვებ შენთან? მართლა?
(პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა.)
მირანდა- ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.
მირიანიდროა,არ წავიდეთ?! –
მათე- მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო. დედაზე კარგი ქვეყნად არაფერი ყოფილა, შენ კი ამას ვერ აფასებ.
ბავშვების სიმღერა პოპური
მარიკა-სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში.
მირანდა-დედაზე ტკბილი და საყვარელი,
ხომ არც არსებობს,არც არსებულა.
დედის შესადარ სიტყვას ვერ იტყვი,
არც ითქმება და არც ადრე თქმულა.
მელანო-დედა-ეს სიტყვა,ყველაფერს უდრის
სიცოცხლეს,სითბოს,სიხრულს,მზესაც
და მის საშველად ცეცხლზეც,რომ დამწვან,
სიტყვას ხმამაღლა არ დავძრავ ერთსაც.
დედა,ეს არის ისეთი ძალა,
კაცმა ნათქვამი რომ დაგიმტკიცოს,
მას ყველაფერი დაეჯერება
მშობელი დედა რომ დაიფიცოს.
მამული-სანამ დედა მყავს არ დავბერდები
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია

მარიამი- იყავი კარგი, რომ შეეძლოს მას შენით,ამაყობა, არ რცხვენოდეს გარეთ გასვლის და ყველგან ამბობდეს რომ შენნაერი კარგი შვილი ყავს.შვილი დედასთვის ყველაზე ძვირფასი განძია რომელიც მას ღმერთმა აჩუქა,ის ყოველთვის გაგიგებს და დაგიცავს მიუხედავად შენი შეცდომებისა და არასწორი საქციელისა, შენ ხომ მისი გულის ძგერის ერთ-ერთი მიზეზი ხარ.. ყველაზე კარგი,გამორჩეული, ლამაზი და ამასთანავე სათნო ქალია დედა ჩემთვის..ის ჩემთვის მთელი სამყაროს სუნთქვაა..


Comments

Popular posts from this blog

სცენარი დედის დღე 1მარადი- დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო , დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო , ეს გული შენი გულით ხალისობს , შენი თვალებით ვხედავ სამყაროს . ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს შენ დამღეროდი „ ნანას “, „ მზე შინას “, რამდენი ღამე არ გძინებია , რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა . შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა , არ მშორდებოდი წუთით , საათით , რომ სიარული გესწავლებინა შენც დადიოდი ჩემთან ტაატით . მე შენი წმინდა შუქი მეფინა , შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი , რომ ლაპარაკი გესწავლებინა , შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით . გიზო -დედავ , ვიყავით თითქოს ტოლები , თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო , შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი , რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო . 2 გიზო თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ , რამდენჯერ სენმა ხელი დამრია , დედავ , იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა , თმებში ჭაღარა შემოგპარვია . როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს , შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული , შენ შემაყვ...

ითვინინგ პროექტი-,,ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება" მოკლე აღწერა

მოგესალმებით,ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია,მოსწავლეებს მართო უწევთ საკლასო ოთახში ცოდნის მიღება,ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტით შევძინო ვირტუალური მეგობრები,დამეგობრების შედეგად შეძლებენ ერთობლივად სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას.